კვ, 27.07.2025, 17:44
მადრიდის რეალის საიტი
 
მთვლელი

მთავარი » 2009 » აგვისტო » 16 » პელეგრინის პრესკომპერენცია მატჩის შემდეგ
19:41
პელეგრინის პრესკომპერენცია მატჩის შემდეგ

მანუელ პელეგრინი ძალიან გახარებული იყო მისი შეგირდების გუშინდელი წარმატების გამო.

როგორ მოგეწონათ გუტის და ალონსოს თამაში ერთად ?

მე კმაყოფილი ვარ გუტის თამაშით. მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. რომელიმე გუნდის განსაკუთრებულ უპირატესობაზე საუბარი არ შეიძლებოდა, თუმცა ჩვენმა მცველებმა კარგად ითამაშეს. როგორც ყველა სხვა მოსამზადებელ მატჩებში.

რატომ იყო პირველი ტაიმი უფრო საინტერესო ?

იმიტომ, რომ ჩვენ ბევრს ვუტევდით. ჩვენი შეტევები იყო სახიფათო და ხშირი. თუმცა ასეთმა თამაშმა არ გაამართლა და ამიტომ შევცვალეთ ტაქტიკა მეორე ტაიმისთვის. ჩვენ დავასვენეთ ხაბი ალონსო, კაკა და არბელოა. ფეხბურთელები რომლებმაც ითამაშეს ეროვნულ გუნდებში. პეპე კი თამაშში კარგად ჩაერთო

კმაყოფილი ხართ თქვენი გუნდის დაცვაში თამაშით ?

რა თქმა უნდა. მე ძალიან გახარებული ვარ, რადგან “რეალ სოსიედადს” არ ქონია მაინც-და-მაინც ბევრი მომენტი გოლის გასატანად, რაც დაცვის კარგი თამაშით აიხსნება. ჩვენი დაცვის ხაზმა კარგად ითამაშა. იყვნენ შეთანხმებულები და ეს შედეგზეც აისახა.

როგორ გაიარეს ადაპტაცია ახალმა ფეხბურთელებმა ? როგორც თქვენ ელოდით ისე ?

დიახ, გარწმუნებთ ასეა. მოსამსადებელმა ეტაპმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. ეს კვირა კი ცოტა რთული იყო, ყველა დაკავებული იყო ეროვნულ გუნდებში და მცირე დროში ჩვენ კარგად მოვემზადეთ თამაშისთვის.

როგორ ფიქრობთ კმაყოფილები არიან ფეხბურთელები თამაშით ?

ჩვენ ვითამაშეთ “მსუბუქად” და ვცდილობდით სულ სხვადასხვა სტილში შეგვეტია. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ყველა ხაზი თამაშობს კარგად; ეს არის ის რისთვისაც ჩვენ ვწვალობთ. ჩვენ ჯერ კიდევ ვარჩევთ იდეალურ ტაქტიკას, რათა შევადგინოთ გუნდი და მოვემზადოთ “ლა ლიგისთვის”.

დრენტეზე რას იტყვით ?

მე ვფიქრობ ის დიდ სამუშაოს ასრულებს. ის კარგად მიდის შეტევებში და მშვენივრად ეხმარება დაცვას. ის კარგი ფეხბურთელია და სულ პროგრესირებს.

როგორი იყო თქვენთვის სან-სებასტიანში დაბრუნება ?

მე გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ ეს მეორე დივიზიონის გუნდია. მათ აქვთ ყველაფერი რაც საჭიროა პირველი დივიზიონისთვის. მე ვფიქრობ, რომ ისინი მონდომებულები არიან და ვიმედოვნებ, რომ მალე დაბრუნდებიან “ლა ლიგაში”. რადგან “სოსიედადი” ძალიან კარგი გუნდია.

თქვენ გუნდს უჭირს მეორე სართულზე თამაში..

შეუძლებელია ყველა ბრძოლა მოიგო ჰაერში, განსაკუთრებით გუნდთან, რომელსაც ყავს ამდენი მაღალი ფეხბურთელი. ჩვენ ვაკონტროლებდით ყველაფერს.

ცოდნის წყარო:realmadrid.ge

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 620 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
0  
2 sergio_ramos   (16.08.2009 23:37) [Материал]
magari kaciaaaa