
თუ აღიდგინეთ ძალები ამერიკული ტურნეს დაბრუნებიდან? კარგი დასვენებისა და გამოძინების შემდეგ, თავს მშვენივრად ვგრძნობ რას გრძნობდით ვაშინგტონის კარში გოლების გატანისას? ბედნიერი ვიყავი. ყველა თავდასხმელს უყვარს გოლების გატანა, მით უმეტეს გუნდში არსებული კონკურეციისას. მწრთვნელმა შანსი მომცა და მიხარია, რომ შევძელა მისი გამოყენება. ვფიქრობ თამაშის დროს ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც მწრთვნელი გვავალებდა რას გრძნობდით, როცა მადრიდის აეროპორტში მარადონას შეხვდით? ეს მშვენიერი იყო. ვიცოდი, რომ ისინი მოსკოვში მიფრინავდნენ, მაგრამ მათი დახვით ძალიან ბედნიერი ვიყავი. მოხარული ვარ,რომ შევძელი მარადონასთან გასაუბრება თუ გიფიქრიათ სხვა ნაკრებში თამაშზე? არა. ეს წარსულში იყო. ეხლა მსურს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში არგენტინის მაისურით. მე ამის მიგწევას ვცდილობ რას გრძნობდით, როცა გაიგეთ რეალის მიერ - რონალდუს, კაკას და ბენზემას შეძენაზე? ბედნიერი ვიყავი. ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. და იმედი მაქვს, რომ წარმატებების მიღწევაში თავიანთ წვლილს შეიტანენ. რა იცოდით პერესის შესახებ? როცა იგი 2000 წელს მოვიდა, მაშინ 13 წლის ვიყავი. მან გუნდში მოიყვანა, ჯერ ფიგუ, შემდეგ ზიდანი, რონალდო..., მაშინ უკვე ვფიქრობდი,რომ რეალი მაგალითია სხვა გუნდებისთვის. რა ისწავლეთ რაულისგან? მე ეხლაც ვსწავლობ მისგან. მიუხედავად მის მიერ მოპოვებული ტიტულებისა, იგი არ კარგავს მოტივაციას შემდგომი გამარჯვებებისა. ის დიდებულია. ეხლა, როცა რონალდოსთან ერთად ითამაშეთ, რას იტყვით მასზე? მან ოქროს ბურთი მოიგო... იგი დიდებული ფეხბურთელია და ჩვენ დავეხმარებით, რომ უფრო უკეთესი გახდეს ჩვენს გუნდში. ის საკმაოდ კარგი ადამიანია მან რამით გაგაოცათ? არა, რადგან მისგან სხვას არც მოველოდი. იგი ჩვენი გუნდის ჩვეულებრივი წევრია და არაფრით განსხვავდება სხვათაგან. მისი დავალებაა ფლანგების გარღვევა და ამ საქმეს კარგად ასრულებს. ერთი ერთზე იგი შეუჩერებელია. რაული თქვენი მთავარი კონკურენტია? არა. ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ძირითადისთვის და არ დაგავიწყდეთ ნისტერლოი და ნეგრედო ცოდნის წყარო:realmadridcf.ucoz.ru
|