შაბ, 26.07.2025, 17:57
მადრიდის რეალის საიტი
 
მთვლელი

მთავარი » 2009 » აგვისტო » 14 » ტრაგედია საფეხბურთო კლუბ „ესპანიოლში“
20:03
ტრაგედია საფეხბურთო კლუბ „ესპანიოლში“

ტრაგედია მოხდა საფეხბურთო კლუბ „ესპანიოლში“. კატალონიური კლუბის კაპიტანი დანიელ ხარკე 26 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

ფეხბურთელი საკუთარ კლუბთან ერთად მოსამზადებელ ეტაპზე იტალიაში იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი სასტუმროს ნომერში დაბრუნებული ხარკე გარდაცვლილი იპოვეს.

ექიმთა მცდელობა მისი სიცოცხლის გადასარჩენად წარუმატებელი აღმოჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ფეხბურთელს გული გაუჩერდა.

დანიელ ხარკე "ესპანიოლის" კაპიტნად ივლისში აირჩიეს. 1983 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა კლუბის რიგებში 173 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

ტრაგედიის გამო "ესპანიოლმა" იტალიაში დაგეგმილი ყველა ამხანაგური მატჩი გააუქმა და ესპანეთში დაბრუნდა.

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 658 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
0  
4 nika   (14.08.2009 21:59) [Материал]
magari shemecoda