
ჰოლანდიელი ნახევარმცველი ამბობს, რომ “ინტერი” კარგი ადგილია მისი მომავლისთვის, მაგრამ სურს მუშაობის მადრიდში გაგრძელება.
უესლი სნეიდერს წელს სათამაშო დროის დიდი დეფიციტი ექნება, იმის გამო,
რომ “რეალში” მოვიდნენ კაკა, რონალდუ და ხაბი ალონსო. თუმცა 25 წლის
ნახევარმცველი მზად არის იბრძოლოს საკუთარი ადგილისთვის ძირითად
შემადგენლობაში და არ სურს გუნდის დატოვება. მიუხედავად ამისა, “ნერაძური”
დაჟინებით ცდილობს მის ყიდვას.
“მე არ ვიცი არაფერი რას ამბობენ ჩემს შესახებ, მაგრამ მე მაქვს
სურვილი დავრჩე მადრიდში”. ამბობს სნეიდეირ “Sky Sport”-თან მიცემულ
ინტერვიუში.
“გუნდში არიან ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები, მაგრამ მე ეს არ
მაშინებს. რა თქმა უნდა მე რისკის ქვეშ ვაყენებ საკუთარ კარიერას მსოფლიო
ჩემპიონატისთვის, რამეთუ შეიძლება მე ნაკრებში არ გამომიძახონ, მაგრამ
არაუშავს. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარია მადრიდში დარჩენა.”
დილით ადრე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს “რეალმა” და
“ინერმა” მიაღწიეს შეთანხმებას და ჰოლანდიელი გამთამაშებელი 19 მილიონად
უნდა გადასულიყო იტალიაში, თუმცა ეს არ დადასტურდა.
“მაურინიო ძალიან კარგი მწვრთნელია და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ
სწორედ ჩემი შეძენა სურს მას რათა გააძლიეროს გუნდი. თუმცა სამწუხაროდ მე
არ მსურს გუნდის გამოცვლა ჯერ, რა იქნება მომავალში ამას დრო გვიჩვენებს.
ისე კი თუ გადავწყვიტე “რეალის” დატოვება “ინტერი” “კარგი” ვარიანტია”.
|