 რეალ სოსიედადთან” მეგობრული შეხვედრისთვის მანუელ პელეგრინიმ 19
ფეხბურთელს უხმო. ჩილელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა არ გამოეძახებინა
მატჩისთვის : ადანი, მეტცელდერი, მამადუ დიარა, ნისტერლოი, გაგო, სერხიო
რამოსი და მარსელო. ეს მოთამაშეები მადრიდში დარჩებიან.
გუნდთან ერთად ასევე არ გაემგზავრება ალვარო ნეგრედო, რომელიც არ
მოხვდა განაცხადში. ახალგაზრდა ფორვარდი უახლოეს საათებში დატოვებს
”რეალს” და სავარაუდოდ გადაბარგდება ინგლისურ ”ჰალ სიტიში”. იგივე
სიტუაციაა რაფაელ ვან დერ ვაარტის შემთხვევაშიც, ეს ფეხბურთელი
სატრანსფერო ბაზარზეა გაყვანილი და თითქმის აღარ არის გუნდში.
ამ ორი ფეხბურთელის და ადანის გარდა, სხვები ტრამვების გამო არ არიან
გამოძახებულები, ლაზარეთს ბოლოს შეუერთდა კრისტოფ მეტცელდერი, რომელსაც
კუნთი დაეჭიმა.
”რეალის” განაცხადი ასეთია :
მეკარეები : კასილიასი, დუდეკი
მცველები : ალბიოლი, პეპე, გარაი, ტორესი, დრენტე, არბელოა
ნახევარმცველები : ლასსი, ალონსო, რონალდუ, გუტი, გრანერო, რობენი, სნეიდერი, კაკა
თავდამსხმელები : რაული, იგუაინი, ბენზემა
|