კვ, 27.07.2025, 16:05
მადრიდის რეალის საიტი
 
მთვლელი

მთავარი » 2009 » აგვისტო » 14 » ტომას მეხიასი და მარკოს ალონსო მსოფლიო ჩემპიონატზე
18:24
ტომას მეხიასი და მარკოს ალონსო მსოფლიო ჩემპიონატზე
             ”რეალ მადრიდის” კანტერა კვლავ აგზავნის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავის წარმომადგენლებს : ამ წელს ”მადრიდის” ორი საუკეთესო აღზრდილი : მეკარე - ტომას მეხიასი, და - მარკოს ალონსო. მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება ეგვიპტეში 24 სექტემბრიდან - 16 ოქტომბრის ჩათვლით.

საბოლოო სია წარდგენილ იქნება,”მუნდიალამდე” 2 კვირით ადრე, მაგრამ ”მადრიდის” კანტერელები თავიანთ წლოვანების ნაკრებში - ლიდერები არიან. ხოლო ლუის მილია, იძახებს ამ ორ ფეხბურთელს ნაკრებში - მას შემდეგ რაც ის 20 წლამდელთა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა.
ნიგერია, ვენესუელა და ტაიტი - ესპანეთის მეტოქეები

ნაკრები მოხვდა ”ც’-ჯგუფში, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან ვენესუელის, ნიგერიის და ტაიტის ნაკრებები. ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე რთული მეტოქე - აფრიკელები არიან, მაგრამ ნათელია, რომ ესპანეთი ნაკრებს ამ ჯგუფის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეს.

გუნდი იმ საძირკველზეა ფორმირებული, რომლებიც უკვე გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, 17 წლამდელთა ჩემპიონატზე - კორეაში.
არგენტინა - მეტოქე, რომელთანაც მოგება აუცილებელია

ესპანელი ბიჭების დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე შედგება 25 სექტემბერს, ტაიტის ნაკრების წინააღმდეგ. მეორე მატჩი შედგება 28-ში ნიგერიის წინააღმდეგ, ხოლო ჯგუფურ ეტაპს ესპანეთი დახურავს 1 ოქტომბერს - ვენესუელასთან შეხვედრაში. ყველაზე ძლიერი მეტოქეები, რომლებიც ”მუნდიალის” მოგებაში ესპანეთს შეეცილებიან, არიან ბრაზილია და პირველ რიგში არგენტინა, ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 627 | დაამატა: sergio_ramos | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 sergio_ramos   (14.08.2009 19:53) [Материал]
smile smile