ოთხ, 23.07.2025, 04:51
მადრიდის რეალის საიტი
 
მთვლელი

მთავარი » 2010 » აპრილი » 28 » ვარგასი “ფიორენტინას” დატოვებას აპირებს
18:30
ვარგასი “ფიორენტინას” დატოვებას აპირებს

"ფიორენტინას” პერუელი ფებხურთელი ხუან მანუელ ვარგასი "ფიორენტინას” დატოვებს, თუ გუნდი ვერ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს. ამ ფეხბურთელით მადრიდის "რეალია” დაინტერესებული.

ვარგასს მობეზრდა "ფიორენტინაში” თამაში და კლუბის გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი. გუნდი წელს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა. პერუელ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ფლორენციული კლუბი ისევ მოახერხებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თამაშს. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის დატოვებით იმუქრება.

"ფიორენტინა” ერთ–ერთ ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს. იტალიის ჩემპიონატში გუნდს 46 ქულა აქვს. რჩება სამი ტური. გუნდს ფაქტიურად დაკარგული აქვს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი. ამიტომ უმეტესმა წამყვანმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა გუნდი დატოვოს.

მათ შორისაა ხუან ვარგასიც, რომელიც მთავარი ფიგურაა სატრანსფერო ბაზაზე. ის ერთ–ერთი საუკეთესოა მარცხენა ფლანგზე. მისი ფასი 20 მლნ. ევროა. იტალიურ პრესაში ამტკიცებენ, რომ ვარგასი მომავალ სეზონს "სამეფო კლუბში” დაიწყებს.

ყოველ შემთხვევაში, სეზონის დასაწყისში ვარგასი აცხადებდა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და "იებთან” ერთად სურს წარმატების მიღწევა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და ფეხბურთელმაც აზრი შეიცვალა.

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 832 | დაამატა: GIO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025