კარგი
ინფორმაცია მანუელ პელეგრინისთვის. სანამ კრისტოფ მეტცელდერი ტრავმას
მოიშუშებს, ჩილელ სპეციალისტს უბრუნდება სერხიო რამოსი. სამი თვის
განმავლობაში რამოსი არ გამოჩენილა მოედანზე ქრონიკული ტრავმის გამო.
მხოლოდ 9 სექტემბერს დაუბრუნდა ვარჯიშებს.
იმის
ჩათვლით, რომ კრისტოფ მეტცელდერი და რაულ ალბიოლი ლაზარეთში არიან, ხოლო
პეპეს ისევ დისკვალიფიკაცია აქვს, არ არის გამორიცხული სერხიო დაცვის
ცენტრში ვიხილოთ, სადაც ის შეუწყვილდება ეზეკილ გარაის.
რამოსმა ბოლოს "რეალის" შემადგენლობაში 2009 წლის 24 მაისს ითამაშა "მალიორკას" წინააღმდეგ.
|