კვ, 27.07.2025, 12:12
მადრიდის რეალის საიტი
 
მთვლელი

მთავარი » 2009 » სექტემბერი » 17 » რონალდუ:”რაული - შესანიშნავი ფეხბურთელია”
16:34
რონალდუ:”რაული - შესანიშნავი ფეხბურთელია”
რონალდუ:”რაული - შესანიშნავი ფეხბურთელია”

“ციურიხთან” თამაშში მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა გარემარბმა კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი გაიფორმა და აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი ჯარიმიდან გაიტანა. ხსენებულ მატჩში “ბლანკოსმა” 2:5 გაიმარჯვა. მადრიდში ჩასვლის შემდეგ კი რონალდუს ერთ-ერთი ჟურნალისტი დაუკავშირდა და ინტერვიუც ჩამოართვა…

თქვენი პირველი გოლი ჯარიმიდან “რეალში” გადმოსვლის შემდეგ…

დიახ, მე გავიტანე 2 გოლი, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოგებით დაიწყო. ისე კი თავიდანვე ვიცოდი, რომ ამ თამაშში გოლის გატანა შემეძლო და როგორც ნახეთ 2 გოლი გავიტანე.

ეს გოლები ეფექტურად აღნიშნეთ…

მე ძალიან გამიხარდა, მაგრამ აღნიშვნით ავღნიშნე ისე, როგორც სხვა გოლებს ავღნიშნავ ხოლმე.

მეორე გოლი მართლაც უსეინ ბოლტს მიუძღვენით?

სანამ დავარტყავდი ვთქვი, რომ 1 გოლს აუცილებლად ბოლტს მივუძღვნიდი, საბოლოოდ კი მართლაც გავიტანე და შესაბამისად ეს გოლი მართლაც უსეინს “ვაჩუქე”.მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველაზე მთავარი არის ის, რომ გავიტანეთ 5 გოლი, მოვიგეთ ლიგის პირველი თამაში და აქტივში ჩავიწერეთ 3 ქულა.

რაულმა თავისი 65-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე, რას გვეტყვით?

გეტყვით, რომ რაული შესანიშნავი ფეხბურთელია, მისი თამაში “რეალის” გამოსვლაზე დიდ ქეგავლენას ახდენს. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელის მხარდამხარ მიწევს ასპარეზობა.

მეორე ტაიმში “რეალს” რა დაემართა?

სიმართლე გითხთარ ჩვენ გვეგონა, რომ პირველ ტაიმში გატანილი 3 გოლის შემდეგ თამაშს ადვილად მოვიგებდით და მოვეშვით, ამის გამო კი მეტოქე გააქტიურდა და შანსიც გამოიყენა. საბოლოოდ მატჩის ბოლოს კიდევ 2 გოლის გატანა მოვახერხეთ და “ციურიხიც” დავამარცხეთ.

ამ თამაშის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ “რეალი” წელს ჩემპიონთა ლიგას მოიგებს?

არა, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ამ ტურნირისკენ, მაგრამ ჯერ არ მოგვიგია.უნდა დავამტკიცოთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს და არცერთ თამაშში არ უნდა დავმარცხდეთ.

ნანახია: 631 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025