31 აგვისტოს სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე ცნობილი გახდა პრიმერა დივიზიონში მოთამაშე ყველა გუნდის შემადგენლობა.გთავაზობთ მოკლე აღწერას თუ რაცვლილებები მოხდა გუნდებში. ალმერია უგო სანჩესი აგრძელებს ამ გუნდის მწვრთნელობას. მათ დაკარგეს საუკეთესო ბომბარდირი ალვარო ნეგრედო. ხენოკ გიოტიმი და კოლუმბიელი ფაბიანო ვარგასი არის ამერიას მიერ განხორცილელებული ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი. მადრიდის ატლეტიკო მადრიდელები გაძლიერდნენ ვალიადოლიდის მეკარე სერხიო ასენხოთი და ბეტისის კაპიტან ხუანიტოთი. რა თქმა უნდა ”ატლეტიკოში” მთავარი მოქმედი პირები კვლავ ფორლანი და აგუერო იქნებიან. ”ბილბაოს ატლეტიკი” ხოაკინ კაპაროსის გუნდი მონაწილეობას მიიღებს სამ ტურნირში და აქედან გამომდინარე ისინი გაძლიერდნენ (რა თქმა უნდა მხოლოდ ბასკებით). მატ მიერ შეძენილი ფეხბურთელებიდან აღსანიშნავია ინიგო დიასი, ოსკარ დე მარკოსი და იკერ მუნიანი ბარსელონა მოქმედმა ჩემპიონმა შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი რომლითაც გასულ სეზონში ტრიპლეტის შესრულება მოახერხა. რა თქმა უნდა დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია ეტოოს ინტერში გაშვებამ. მაგრამ ყველაფერი იბრაგიმოვიჩის მოსვლამ დააწყნარა. ასევე გუნდში მოვიდნენ მაქსველი, კეირისონი და ჩიგრინსკი ვალენსია შავ-თეთრებს ამ სეზონში დიდი გეგმები აქვთ და ამისთვის მათ შეინარჩუნეს გუნდის ლიდერები. ახალწვეულებს შორის არის ნიკოლა ჟიგიჩი, მეკარე მოია და ევერ ბანეგა. მთავარი დანაკარგი კი რაულ ალბიოლია ვალიადოლიდი როგორც ყოველთვის ვალიადოლიდი გაძლიერდა თავისი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. გუნდში მოვიდნენ ”კასტილიელი” ალვარო ბუენო, ასევე ვილიარეალელი არსო და მარკიტო, ასევე კიდევ ერთი ახლაწვეულია სისი. ვილიარეალი ხუთწლიანი მწვრთნელობის შემდეგ გუნდი დატოვა მანუელ პელეგრინიმ, მის ნაცვლად მოვიდა ერნესტო ვალვერდე. ნილმარი, მარკანო, ოლივოი, დიეგო ფუსტერი და ხინატან პერეირა და ესკუდერო არიან ის ფეხბურთელები რომლებმაც გუნდიდან წასული ნიჰატისა და ციგანის ნაცვლად უნდა გააძლიერონ ”ყვითელი წყალქვეშა ნავის” თამაში. დეპორტივო გალისიური კლუბი გასულ სეზონში ახლოს იყო ევროთასებთან. მან შეინარჩუნა გუნდის ძირითადი ბირთვი და გაძლიერებისათვის შეიძინეს ანგულო, ანტონელო და ადრიან ლოპესი. მალაგა ხუან რამოს მუნისი ემზადება ანდალუსირ კლუბში პირველი სეზონისათვის რამდენიმე ახალწვეულით. ესენია: ალბერტ ლუკე, დუდა, ფერნანდო სანსა და ვალმორო ლოპეს როჩა (ვალდო) მალიორკა გეორგიო მანსანო იქნება გუნდის მწვრთნელი შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ახალწვეულთაგან აღსანიშავია ბორხა ვალერო რომელიც დაბრნდა კლუბში ”ვესტ ბრომვიჩიდან”. გუნდის დანაკრგს კი წარმოადგენს შემდეგი ფეხბურთელები: მოია, არანგო, ხურადო და კლებერ სანტანა რასინგი მთავარ მწვრთნელ ხუან კარლოს მანდიას დებიუტი აქვს პრიმერა დივიზიონში. ახალწვეულები არიან: ლუის გარსია, ენრიკე და ხისკო. გუნდიდან კი წავიდა: გარაი, ჟიგიჩი, მარკანო და ჰონტან პერეირა სარაგოსა პრიმერაში დაბრუნებული სარაგოსა კარგად გაძლიერდა შემდეგი მოთამაშეებით: პენანტი, უჩე და პაბლო ამო. სევილია სველილიებამ შეიძინეს ზოკორა, დე მული, სერხიო სანჩესი და ნეგრედო. გუნდიდან კი წავიდა მარესკა, მოსკერა, ხავი ნავარომ კი კარიერა დაასრულა ხიხონი მთავარი მწვრთნელი კვლავ მანუელ პრისიადო იქნება. მათ შეიძინეს: გრეგორი, დე ლას კუევასა, რივერა, ხუან პაბლო და ბოტიო ტენერიფე პრიმერაში დაბრუნებული გუნდი იბროლებს უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად. მათ შეიძინეს: ბელვისა, აიტორ ნუნიესი, რომანი, ალფარო და დინი ხერესი ამ გუნდს დებიუტი აქვს პრიმერა დივიზიონში. სპეციალისტებს მათი შემადგენლობა ძალიან სუსტად მიაჩნიათ. მათი მთავარი შენაძენები არიან: დავიდ პრიეტო და კასადო ხეტაფე მიჩელის გუნდი გაძლიერდა რამდენიმე ”მადრიდისტით” ესენია: მეკარე ხორდი კოდინა, მცველი მიგელ ტორესი, ნახევარმცველი დანიელ პარეხო და პედრო ლეონი. ყველაზე დიდი დანაკარგი რა თქმა უნდა გრანეროა რომელიც დაბრუნდა ”მადრიდის რეალში” ესპანიოლი მაურისიო პოჩეტინოს გუნდს არ სურს იბრძოლოს გადარჩენისათვის როგორც გასულ სეზონში, ამიტომ 8 ფეხბურთელით გაძლიერდა. ნაკამურა, ბენ ზაჰარი და არგენტინელი ფორლინი არია ყველაზე ცნობილები მათ შორის. დანაკარგს შორის კი გამოსარჩევია სერხიო სანჩესი და რა თქმა უნდა დანი ხარკე, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა
|