ხუთ, 31.07.2025, 17:24
მადრიდის რეალის საიტი
 
მთვლელი

მთავარი » 2009 » სექტემბერი » 13 » "რეალმა" პრობლემების გარეშე მოიგო კატალონიაში
13:00
"რეალმა" პრობლემების გარეშე მოიგო კატალონიაში
მადრიდის "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში დაამარცხა "ესპანიოლი".

პირველი ტაიმი რთული გამოდგა "რეალისთვის". პოტეჩინოს შეგირდები კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მადრიდელებმა მაინც შეძლეს გატანა. 38–ე წუთზე კაკას პასით თავი გამოიჩინა კლუბის აღზრდილმა ესტებან გრანერომ.

მეორე ტაიმში ანგარიში ორამდე გუტიმ გაზარდა, რომელმაც ისევ კაკას პასის შედეგად გაიტანა გოლი. მატჩის ბოლო წუთებზე კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა კრისტიანო რონალდომ, რომელიც კამენისთან პირისპირ გავიდა და უშანსოდ დატოვა კატალონიელთა კიპერი.

ამ მატჩის შემდეგ "სამეფო კლუბს" აქტივში ექვსი ქულა აქვს ექვსი შესაძლებლიდან, ხოლო "ესპანიოლმა" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და აქტივში ნული ქულა აქვს.

კატეგორია: ლა ლიგა | ნანახია: 698 | დაამატა: Benzema | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025