
მადრიდის "რეალის” მეტოქე ლა ლიგის 35–ე ტურში "ოსასუნაა”. გუნდი, რომელიც 12–ე ადგილზე იმყოფება 39 ქულით და 7 ქულა აშორებს გასავარდნ ზონასთან.
ხოსე ანტონიო კამაჩოს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ უბრუნდება მონრეალი. დღესდღეობით მონრეალი და ასპილკუეტა გუნდის ცენტრალურ მცველებს დიდ დახმარებას უწევენ. ხოსეჩო და სერხიო წლევანდელ სეზონში ძირითად შემადგენლობაში თამაშობენ, მაგრამ არ შეიძლება ფლანიოსა და როვერსიოს დავიწყება.
"ოსასუნა” 4–2–3–1 ტაქტიკით თამაშობს. ნეკუნამს შესაძლოა პუნიალი შეუწყვილდეს. ასევე შესაძლოა რუპერმა ან ვადოჩმა ითამაშონ. ეს ფეხბურთელები ძალიან ძლიერები არიან და შეუძლიათ 90 წუთი დაუღალავად ითამაშონ. მასუდი და ოიერიც ფიზიკურად ძლიერები არიან.
პანდიანი მთავარი ფიგურაა თავდასხმის ხაზში. მას გვერდს უმაგრებენ ხუანფრანი და კამუნიასი. უკან კი არანდო დგას. ნახევარმცველებს წლევანდელ სეზონში 10 გოლი აქვთ გატანილი. ერთით ნაკლები პანდიანიზე.
ამ სეზონში "ოსასუნამ” 34 მატჩში 30 გოლი გაუშვა. კამაჩოს გუნდი ბურთების გაშვების მხრივ პრიმერაში მეოთხე გუნდია "რეალის”, "ბარსელონას” და "ვალენსიას” შემდეგ.
63 მატჩიდან "რეალმა” "ოსასუნა” 37–ჯერ დაამარცხა და 14–ჯერ ფრედ დასრულდა მატჩი. "ბერნაბეუზე” "რეალმა” 31 შეხვედრიდან 24–ჯერ დაამარცხა ბასკები.
|