ოთხ, 23.07.2025, 18:55
მადრიდის რეალის საიტი
 
მთვლელი

მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 10 » მისია: სამხრეთ აფრიკა 2010
18:36
მისია: სამხრეთ აფრიკა 2010
კრიშტიანო რონალდუ, პეპე და გონსალო იგუაინი ეს ის მადრიდისტები არიან, რომელთა ეროვნულ ნაკრებებსაც სერიზული პრობლემები აქვთ და რომლებსაც აუცილებლად ესაჭიროებათ დარჩენილი შეხვედრების მოგება.


კრიშტიანო რონალდუ, პეპე და გონსალო იგუაინი დღეს საღამოს მნიშვნელოვან სანაკრებო შეხვედრებს გამართავენ. პირველი ორი დაუპირისპირდებიან უნგრეთის ეროვნულ ნაკრებს, ხოლო მესამე მათგანი კი ბუენოს აირესში არგენტინის ეროვნული ნაკრების რიგებში გამართავს სადებიუტო და უმნიშვნელოვანეს შეხვედრას პერუს წინააღმდეგ.

როგორც ჩანს, რონალდუ გამოჯანმრთელდა მიღებული ტრავმის შემდეგ და ის აბსოლიტურად მზადაა პორტუგალიის ნაკრებისთვის დახმარების გასაწევად, პეპე, რა თქმა უნდა , თამაშს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.

პორტუგალიას ესაჭიროება მოგება და ამასთანავე მათ სჭირდებათ, რომ დღეს დანიამ შვედეთს მოუგოს. ეს მათ მისცემთ მეორე ადგილზე გასვლის საშუალებას საბოლოოდ, 14 ოქტომბერს გასამართი შეხვედრის წინ.

არგენტინას 22 ქულა აქვს და მასაც პორტუგალიასავით ესაჭიროება პერუს დამარცხება და ამავდროულად ეკვადორმა უნდა წააგოს ურუგვაისთან. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას გავიდნენ მეოთხე ადგილზე, ხოლო საბოლოოდ ისინი ამ ადგილისთვის ბრძოლაში 14 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს.

რონალდო, პეპე და იგუაინი არ არიან ერთადერთნი მადრიდისტები, რომლებიც გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებებში.
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1144 | დაამატა: irakli | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025