სამ, 22.07.2025, 22:19
მადრიდის რეალის საიტი
 
მთვლელი

მთავარი » 2010 » აპრილი » 28 » მეორენი ესპანეთში, პირველები ევროპაში
18:10
მეორენი ესპანეთში, პირველები ევროპაში

"სარაგოსასთან” მატჩის შემდგომ მანუელ პელეგრინის გუნდმა კიდევ ერთ მწვერვალს მიაღწია. მეორე წრის დაწყების შემდგომ, მადრიდის "რეალმა” სახლში 12 შეხვედრა მოიგო და 38 გოლის გატანა მოახერხა, გარდა ამისა მათ შთამბეჭდავი გასვლითი სერია აქვთ-რომელიც 7 გამარჯვებას ზედიზედ ითვლის..

არის კიდევ რამოდენიმე მაგალითი იმისა რომ წელს გუნდი კარგად გამოიყურება ნაციონალურ ჩემპიონატში, 34 ტურის დასრულების შემდგომ "რეალს” 86 ქულა დაუგროვდა, რაც აბსოლიუტური რეკორდია კლუბის ისტორიაში. მიუხედავად იმისა რომ "სამეფო კლუბი” გამოვარდა ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგიდან, ნაციონალურ ჩემპიონატში "რეალი” ძალზედ კარგად გამოიყურება, რაზეც მეტყველებს: 34 მატჩი-86 ქულა და 89 გატანილი გოლი..

ასეთი მაჩვენებელი საკმარისია რათა ლიდერი იყო. "რეალმა” "ჩელსის” 6 ქულით გაუსწრო, იმის მიუხედავადაც კი რომ ინგლისელებს 2 მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული, ასევე გაუსწრო 21 გატანილი გოლით "ინტერს”, 15 გოლით საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზე მყოფ "მარსელს” და 22 გოლით ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ "ბაიერნს”, თან იმის გათვალისწინებით რომ გერმანელებმა 2 მატჩით მეტი ჩაატარეს..

"რეალს” უსწრებს მხოლოდ ჰოლანდიური "ტვენტე” და პორტუგალიური "ბენფიკა”, რომლებიც არ ჩამორჩებიან და შეიძლება ითქვას უსწრებენ კიდეც "სამეფო კლუბს”. "ბენფიკას” 28 შეხვედრაში-73 გოლი აქვს, ხოლო "ტვენტეს” 83 გოლი 33 გამართულ შეხვედრაში..

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 973 | დაამატა: GIO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025