მანუელ პელეგრინის გუნდის მომავალი თამაშისთვის შემადგენლობის როტაცია სრულიად შესაძლებელია შეეხოს კაკას.
“ბრაზილიელი” ნამდვილი “გალაქტიკოსელია” , მან სამივე ოფიციალურ მატჩში სტარტიდანვე ითამაშა(დეპორტივოსთან,ციურიხთან
და ესპანიოლთან), საერთო ჯამში მან მოედანზე “252″ წუთი გაატარა, სამივე თამაშის სრული დრო,რომ შევაჯამოთ იქნება “270″
წუთი. კრიშტიანომ ითამაშა “205″, ხოლო ბენზემამ “136″. კლუბიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელი იყო,რომლებმაც ყველა მატჩში
ბოლომდე დაჰყვეს მოედანზე, ესენი არიან ალბიოლი და იკერ კასილასი. ასევე გუნდში ერთად–ერთი წყვილი იყო,რომლებიც
ერთმანეთს როტაციას უწევდნენ :გუტი”80″ და ლასი”82″.
“კაკას ბრწყინვალე თამაშმა “არგენტინა” “ბრაზილიის” შეხვედრაში, უფრო მეტი მოწონება დაიმსახურა მანუელ პელეგრინის
თვალში და განამტკიცა მისი ფენომენალურობა. “თეთრების” მთავარი მწვრთნელი დიდი სერიოზულობით უყურებს
“ხერესთან” შეხვედრას, რადგან მის გუნდს ერთ კვირაში “3″ თამაშის ჩატარება მოუწევს.დასაწყისისთვის კარგი შედეგი
აჩვენა მისმა გუნდმა,ასევე გამოიკვეთა გუნდის ლიდერები კაკა და რონალდო.”
“რეალის” შემადგენლობაში ცვლილების შეტანა მოახერხა “ციურიხის” წინააღმდეგ თამაშმა,სადაც ტრავმა მიიღო ხაბი ალონსომ
და სათამაშო გზა გაუხსნა გუტის,რომელსაც პარტნიორობას ლასი გაუწევს. რაც შეეხება კარიმ ბენზემას:მან გამოტოვა “ჩემპიონთა
ლიგის” შეხვედრა,იგი შეცვალა გონსალო იგუაინმა.”ფრანგმა” “ლა ლიგის” ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
|