ეზეკილ
გარაიმ "ვილიარეალთან" თამაშის წინ ტრავმა მიიღო. არგენტინელი, რომელიც
დაცვის ცენტრში უნდა შეწყვილებოდა რაულ ალბიოლს მოულოდნელად დაშავდა.
ამ
შემთხვევაში მანუელ პელეგრინი იძულებული გახდა ცენტრი სერხიო რამოსისთვის
მიენდო. ლასანა დიარამ ნახევარდაცვის ცენტრიდან დაცვის მარჯვენა ფლანგი
დაიკავა. ის ამ პოზიციაზე "ჩელსიშიც" ასპარეზობდა.
გარაი ლაზარეთში შეუერთდა კრისტოფ მეცელდერს, ხაბი ალონსოს, არბელოას და ნისტელროის.
|