ხუთ, 24.07.2025, 05:26
მადრიდის რეალის საიტი
 
მთვლელი

მთავარი » 2009 » სექტემბერი » 14 » დრენტე:”მთავარი მიზანი - ლიგის მოგებაა”
20:45
დრენტე:”მთავარი მიზანი - ლიგის მოგებაა”


დრენტე:”მთავარი მიზანი - ლიგის მოგებაა”

როისტონ დრენტეს სურს, რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგონ. იგი ამბობს, რომ “მადრიდის “რეალის” პირველი მიზანი სწორედ ლიგის მოგებაა ამ სეზონში.”

” ჩვენი მთავარი მიზანი არის ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება, რადგან ფინალი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება. ასევე სხვა ტურნირებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.”

“ჩემპიონთა ლიგა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია.მსოფლიო ჩემპიონატი მასზე პრესტიჟულია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა - საკლუბო ტურნირებს შორის ყველაზე მაღლა დგას. “ციურიხმა” იცის, როგორ უნდა ითამაშოს კარგი ფეხბურთი: სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ისინი ამ ტურნირზე მოხვდნენ. საკმაოდ რთული მატჩი იქნება, რადგან ჩვენ საკუთარ მოეადნზე არ ვითამაშებთ. ჩვენთვის “ბერნაბეუზე” თამაში გაცილებით უფრო ადვილია, მაგრამ შვეიცარიაში გვმართებს კარგად თამაში და გამარჯვება.”

“როდესაც მე 14 წლის ვიყავი, ძალიან მომწონდა რობინ ვან პერსი(მაშინ ვან პერსი 18 წლის იყო) და ასევე გლენ ლუვენსიც ( იგი “სელტიკში” თამაშობს) ისინი “ფეინოორდის” შემადგენლობაში იყვნენ და ჩემპიონტა ლიგაზეც გამოდიოდნენ. მაშინ გადავწყვიტე, რომ მეც მსურდა ასეთი მაშტაბის ტურნირებში ასპარეზობა. მე მოვიგე პირველად ტურნირი მაშინ, როდესაც გადავედი “ფეინოორდის” პირველ გუნდში. მე ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევდი. ჩემი მიზანი კი დღემდე ისაა, რომ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპულ ფეხბურთში კარგი ატმოსფერო შევიქმნა.”

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 671 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025