ოთხ, 23.07.2025, 05:19
მადრიდის რეალის საიტი
 
მთვლელი

მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » დიარა "რეალიდან" შესაძლოა გადაბარგდეს !
10:36
დიარა "რეალიდან" შესაძლოა გადაბარგდეს !

მაჰამადუს აგენტმა განაცხადა, რომ მადრიდის „რეალის" დავიწყებული ნახევარმცველი გამოიყენებს შანსს და მომოვალი სეზონიდან „პსჟ"-ს შეუერთდება.


დიარა 2006 წელს „ლიონიდან" 26 მილიონის სანაცვლოდ „რეალში" გადავიდა, მაგრამ 2009/10 სეზონში იგი ამჟამინდელი მადრიდის „რეალის" მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის განაცხადში ვერ მოხვდა, ამის გამო, მას მოედანზე ძალიან იშვიათად ვხედავთ, მან სულ რაღაც 6 შეხვედრა ჩაატარა და უფრო ხშირად შეცვლაზე შემოდის.

ფეხბურთელის აგენტმა ფრედერიკ გუერამ განაცხადა: „თუ ყველა მხარე (მადრიდის „რეალი", „პსჟ" და დიარა) შეთანხმდება, ამ შემთხვევაში ეს ტრანსფერი შედგება და დიარა კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს"

ასევე მაჰამადუს აგენტის განცხადებით, ისინი ამჟამად არცერთ სხვა კლუბთან არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
კატეგორია: სატრანსფერო ფანჯარა | ნანახია: 813 | დაამატა: irakli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025