
"დღეს "ბარსელონასა” და "ინტერს” შორის დაძაბული მატჩი გაიმართება. შესაძლოა კატალონიელებმა მომდევნო უიქენდზე "ვილიარეალთან” დაკარგონ ქულები. "ყვითელი სუბმარინა” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის”.
"ჩვენ უნდა მოვიგოთ დარჩენილი ოთხი შეხვედრა. ჩვენ თავზე არ ვართ დამოკიდებულნი. იმედი მაქვს, "ბარსელონა” დაკარგავს ქულებს”.
"ყოველი გუნდი ბოლომდე იბრძვის. "სარაგოსა” გავარდნის პირასაა და ყველაფერს აკეთებს დარჩენისთვის. მათ ბევრი შეცდომები დაუშვეს და ხშირად უხეშობდნენ ჩვენ წინააღდეგ. სწორედ ამის გამო იქნა გაძევებული მოედნიდან მათი ფეხბურთელი. დარჩენილი მატჩებიდან ჩვენთვის ყველა რთული იქნება, რადგან არცერთი გუნდი არაფერს არ დათმობს”.
"ბედნიერი ვარ გამარჯვებით და კაკას გოლით. ეს მან დაიმსახურა. ის მოწყენილი იყო, რადგან არ შეეძლო გუნდის დახმარება. ის ბევრს მუშაობდა, რათა მალე დაბრუნებულიყო. ჩვენ მას მხარს ვუჭერდით, რადგან შესანიშნავი ადამიანია. იმედი მაქვს, ის დაგვეხმარება დარჩენილ ოთხ მატჩში. მას მნიშვნელოვან ფიგურად ვთვლით”.
"კიდევ ბევრი რამ უნდა დავხვეწო, რათა უკეთესად ვითამაშო დაცვაში. მთელი წლის მანძილზე კარგ სამუშაოს ვატარებთ. მნიშვნელოვანია, როცა გუნდში საიმედო დაცვის ხაზია. დრო გვაჩვენებს, თუ როგორი მცველი ვარ. ბევრი მაქვს სამუშაო”.
"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მცირე ტრავმა მაწუხებდა, მარგამ ახლა ყველაფერი რიგზეა. ბევრი მატჩი ჩავატარეთ და რთულია საუკეთესო ფორმაში ყოფნა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სეზონი მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ”.
|