კვ, 27.07.2025, 15:26
მადრიდის რეალის საიტი
 
მთვლელი

მთავარი » 2009 » აგვისტო » 30 » ხაბი ალონსო & ალვარო არბელოა
11:23
ხაბი ალონსო & ალვარო არბელოა


“დეპორტივოსთან” მატჩის შემდეგ მადრიდის “რეალის” ორმა ფეხბურთელმა ალვარო არბელოამ და ხაბი ალონსომ კომენტარები გააკეთეს გუნდის მიერ ნათამაშებ ფეხბურთზე და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერებაზე…

ხაბი ალონსო:

“ლა ლიგა მხოლოდ დაიწყო, და ყველაფერი ჯერ წინ არის. ჩვენ მთელი 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ მაღალ ტემპში ვთამაშობდით და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გუნდი კარგად ითამაშებს.”

“დიახ, ჩვენ წინასასეზონო მატჩებში ყველამ ვიცოდით, რომ ეს თამაშები ადაპტაციისთვის იყო. ახლა კი ყოველდღე შევხვდებით ერთმანეთს და კარგადაც გავიცნობთ.”

“მთავარი იყო მოგება და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენს გუნდში ბევრი ახალი მოთამაშეა და არც არის გასაკვირი, რომ ჩვენი შესაძლებლობების 100% ვერ ვაჩვენეთ. მოვა დრო და ჩვენ ყველას ავალაპარაკებთ კარგი თამაშით.”

ალვარო არბელოა:

“საუკეთესოდ მომავალში ვითამაშებთ. ახლა კი მთავარი გამარჯვება იყო და ჩვენ მოვიგეთ კიდეც.”

“რთულია არ გაუშვა გოლი, ისეთი დონის გუნდისგან როგორიც “დეპორტივოა”. მცველებმა კი კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ დაცვაში პრობლემები არ გვქონდეს. ”

“მე ვფიქრობ, რომ თამაში სწრაფი არ ყოფილა. როგორც ყოველთვის გულშემატკივრები დღესაც ფაქტიურად მოედანზე იყვნენ. 80000 ათასი ადამიანი, როდესაც მხარს გიჭერს მთელი მატჩის განმავლობაში დამატებითი ენერგიებით იმუხტებისავით. ამისთვის მათი მადლობელი ვარ.”


informaccis cyaro:realmadrid.ge

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 606 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025