კვ, 27.07.2025, 03:53
მადრიდის რეალის საიტი
 
მთვლელი

მთავარი » 2009 » აგვისტო » 18 » ფერნანდო მორიენტესი: მე მადრიდისტა ვარ!
17:38
ფერნანდო მორიენტესი: მე მადრიდისტა ვარ!

2004 წელს, თითქმის მოიგეთ თქვენი მეოთხე ჩემპიონთა ლიგა... შეგეძლოთ მოგეგოთ მეტი, ვიდრე თქვენ მადრიდელ მეგობრებს...

ის წელი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. მართალია წავაგეთ ფინალი ”პორტუ”-სთან, მაგრამ თავს მაინც გამარჯვებულებად ვგრძნობდით. კლუბისთვის დიდი მიღწევა იყო ფინალში თამაში. გზად დავამარცხეთ რეალი, პსვ, ჩელსი... ეს გრანდიოზული იყო.
მაშინ რეალს გოლიც გაუთანეთ. რა გრძნობაა გაუტანო საყვარელ გუნდს?
ცხოვრებაში ასეც ხდება! ვაღიარებ მე მადრიდისტა ვარ! იმ წელს რეალმა, გამიშვა არენდით ”მონაკო”-ში და ბედის ირონიით ჩვენი გზები გადაიკვეთა.
ეს ხომ იგივე არ არის, რაც რომ გაუტანო ბურთი სხვა გუნდს...
რა თქმა უნდა არ არის იგივე. მაგრამ მე მონაკოს ფეხბურთელი ვიყავი და ჩემი სამუშაო უნდა შემესრულებინა. რეალის დამარცხება ძალიან რთული იყო.
წელს ისურვებდით ლიგაზე რეალთან შეხვედრას?
მადრიდი წელს საგრძნობლდ გაძლიერდა და უკეთესი იქნებოდა, თუ ჩვენი გზები ცოტა გვიან გადაიყრება.
თქვენ გითამაშიათ ესპანეთში, საფრანგეთში და ინგლისში. რომელი მოგწონთ უფრო მეტად?
რა თქმა უნდა ეპანური. იმიტომ რომ მე აქ ჩამოვყალიბდი როგორც ფეხბურთელი და ეს ჩემპიონატი ყველაზე მეტად მიხდება. ამის გარდა არის კიდევ ოჯახი და პირადი ცხოვრება, რომელიც ესპანეთთან მაკავშირებს.
ფრანგული ფეხბურთი განსაკუთრებულია თქვენთვის?
დიახ. არა იმიტომ რომ სიამოვნებას ვიღებდი მონაკოში თამაშით, აქ განსაკუთრებული ხალხია და მშვენივრად ვგრძნობ ამ ქვეყანაში თავს.
რეალი- თვენი ცხოვრების გუნდია?
რეალი, ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემს კარიერაში. როგორც ავღნიშნე თავს მადრიდისტად ვთვლი. ყოველთვის ვუსურვებ საუკეთესოს რეალს/
როგორი, რეალში გატარებული წლების, საუკეთესო მოგონება?
უეჭველად ამსტერდამში გამარჯვება. ის იყო ჩემი პირველი დიდი გამარჯვება რეალთან ერთად. დიდებული გრძნობაა.
და ყველაზე სამწუხარო მოგონება?
ყველაზე ცუდი მოგონება... ტრამვები და გადატანილი ოპერაცია.
როგორ ფიქრობთ, ეპანეთში სათანადოდ გაფასებდნენ?
ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მაფასებდნენ. როგორც ფეხბურთში, ისე პირად ცხოვრებაში. ჩემთვის ძვირფასია ასეთი დამოკიდებულება
რას ფიქრობთ პერესის დაბრუნებაზე?
რაკიღა მან მიიღო დაბრუნების გადაწყვეტილება, ესეიგი გრძნობდა რომ რეალს ცვლილებები ჭირდებოდა. ნათელია, საზოგადოება ითხოვდა მის დაბრუნებას. მან ახალი იმედები გააჩინა, შექმნა ახალი გუნდი,რომელიც გამარჯვებებს ლამაზი თამაშით შეეცდება. რაც ასე ძალიან უყვართ ბერნაბეუზე.
თქვენ, ხაბი ალონსოსთან ერთად თამაშობით ლივერპულში...
იგი ნებისმიერი გუნდის ტვინია. რეალი ყველა პოზიციაზე ფლობს მაღალი დონის ფეხბურთელებს და ხაბი მშვენიერი დანამატია ამ ანსამბლში.
საჭიროებდა, რეალი ხაბი ალონსოს?
მას კარგად ვიცნობ და შემიძლია გითხრათ,რომ იგი მშვენივრად გაართმევს თავს, მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამას აკეთებდა ლივერპულში და ეხლა გააკეთებს რეალში, დიდებულ პარტნიორებთან ართად.
რას ფიქრობთ, სეძლებს თქვენი მეგობარი რაული, შეინარჩუნოს ადგილი ძირითადში?
რაულს არ სჭირდება რაიმეს დამთკიცება. ამაზე მეტყველებს მისი რეალში გატარებული წლები. იგი ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. ვფიქრობ, რაულს ძეგლი უნდა დაუდგან და პატივს ცემდნენ. მსზე ყოველთვის ბევრი საუბარია, მაგრამ რაული აგრძელებს ჩუმად მუშაობას და გუნდისთვის გოლების გატანას. ესაა მთავარი. რათქმაუდა გვექნება უკმარისობის გრძობა როცა იგი კარიერას დაასრულებს.
ვინ იქნება ყველაზე გამოკვეთილი ფეხბურთელი რეალში: რონალდო, კაკა, ბენზემა თუ ალონსო?
თამაშის მანერით და თამაშისგან სიამოვნების მიღებით, ალბათ-რონალდო. მაგრამ ჩემი არჩევანი, რომ იყოს, კაკა და ალონსო. ვფიქრო ისენი წარმოადგენენ დიდებულ წყვილს, რომლებიც მოამარაგებენ ბურთებით თავდასხმელებს.
უნდა გკითხოთ ბარსელონაზე. როგორ მოგწონთ გუნდი, რომელმაც წინა სეზონში სამი ტიტული მოიპოვა?
ძალიან მომეწონნენ. ეს არის ოცნების გუნდი, რომელის შექმნას მთელი მსოფლიო ცდილობს. მათ ყოველმხრივ დიდებული სეზონი ჩაატარეს. მათ მოიგეს სამი ტიტული... ამის გაკეთება უაღრესად ძნელია. ერთის მოგებაც კი ურთულესია, მითუმეტეს სამის!
მესი საუკეთესოა?
კარგი ფეხბურთელია. საუკეთესო თუ არა, 2-3 შორის მაინც არის. უყურო, როგორ თამაშობს მესი, ბარსელონაში ან არგენტინის ნაკრებში, დიდი სიამოვნებაა.
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 680 | დაამატა: emilio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025