
მიგელ ტორესით ”სარაგოსაა” დაინტერესებული. არაგონელებმა
გაუგზავნეს უკვე ”მადრიდელებს” შეთავაზება. ეჭვგარეშეა, რომ ესპანელი
მცველი შედიოდა მანუელ პელეგრინის გეგმებში, მაგრამ ”კასტილიის” აღზრდილი
არბელოას დაბრუნების შემდეგ, მიგელ ტორესის შანსები ”რეალში” ნულამდე
დავიდა. ”სარაგოსას” ეკონომიკური სიტუაცია საშინელია, მაგრამ კლუბი
იმედოვნებს კასტილიელის არენდით აყვანას, მომავალში მისი გამოსყიდვის
უფლებით. რამოდენიმე დღე ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
|