ესეიკელ გარაიმ, როგორც რამოდენიმე სხვა ”რეალის” ფეხბურთელმა, შეიძლება შეიცვალოს კლუბი. ესპანური პრესის ცნობით, არგენტინელი მცველი, მიუნხენური ”ბაიერნის” მთავარი სატრანსფერო მიზანი გახდა. გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ უარი თქვა რიბერის გაყიდვაზე, ამიტომ მათთვის მადრიდელებთან მოლაპარაკება ძალიან რთული იქნება. გარაი იყიდა რამონ კალდერონმა 10 მილიონ ევროდ, სავარაუდოდ ”სამეფო გუნდი” პერსპექტიულ მცველს 12 მილიონად შეელევა.
|