“ბარსელონას” ყოფილმა და “გალათასარაის” ახლანდელმა მწვრთნელმა, ფრანკ რაიკაარდმა მიმართა თხოვნით თავისი ახლანდელი კლუბის ხელმძღვანელებს, რომ მათ ეცადათ გამოესყიდათ მადრიდის “რეალის” ვეტერანი ნახევარმცველი, გუტი. “El Mundo”-ს ცნობებით, თურქებს რომელთაც უკვე ყავთ თავის რიგებში ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ელანო, ლეო ფრანკო, მილან ბაროში და ჰარი კიუველი, სურთ იყიდონ გუტი, იმისათვის, რომ გუნდში მან განასახიეროს “ტვინიკოსი ცენტრი” გუნდის ნახევარდაცვაში. ფრანკ რაიკაარდს სწამს, რომ გუტი დაეხმარება მათ მიაღწიონ წარმატებას თურქეთში და ევროპაში. ესტ ტრანსფერი სავსებით შესაძლებელია, რადგანაც “ბლანკოსის” ხელმძღვანელობა კლუბის “გაწმენდით” არის დაკავებული. თუმცა თავად გუტის გეგმებში არ შედის კლუბის გამოცვლა, მინიმუმ 2011 წლამდე; ანუ მანამ სანამ მას აკავშირებს კონტრაქტი “რეალთან”.
|