კვ, 27.07.2025, 05:35
მადრიდის რეალის საიტი
 
მთვლელი

მთავარი » 2009 » აგვისტო » 14 » რუდით ”ასტონ ვილა” დაინტერესდა
17:12
რუდით ”ასტონ ვილა” დაინტერესდა


ინგლისურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია რომ მადრიდის ”რეალის” ჰოლანდიელი ფორვარდით ”ასტონ ვილაა” დაინტერესებული. რუდ გოლმა დღემდე მასთან მისული ყველა მსურველი უკან უარით გაისტუმრა რადგან მას ”სამეფო კლუბში” სურს დარჩენა.

ინგლისური გამოცემა ”Daily Mirror” იუწყება რომ უახლოეს საათებში ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ესპანეთის დედაქალაქში ჩაფრინდა. იქ ისინი ”თეთრების” ხელმძღვანელობას შეხვდებიან და ნისტელროიზე მოლაპარაკებას გამართავენ. ისინი აწ უკვე ტრამვა მოშუშებულ ფეხბურთელში 16 მილიონ ევროს იხდიან.

ალბათ გახსოვთ რომ ”რეალმა” თურქული ”ბეშიქთაშის” 17 მილიონიანი შემოთავაზება უარყო ხოლო როგორ ფიქრობთ ახლა ისინი ”ვილელების” 16 მილიონს დასჯერდებიან? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი ნამდვილად არ არის. იცით რატომ? რუდს ძალიან სურს გუნდში დარჩენა ხოლო პერესს გაყიდული ფეხბურთელებიდან 80-90 მილიონი ევროს ამოღება უნდა. დრო ყველა კითხვას პასუხს გაცემს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

კატეგორია: სატრანსფერო ფანჯარა | ნანახია: 671 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025